­

Qubit™ 3.0 ფლუორომეტრი

Invitrogen™ -ის Qubit™ 3.0  ფლუორომეტრი წარმოადგენს ახალი თაობის  ხელსაწყოს დნმ-ის, რნმ-ის და ცილების  კონცენტრაციის გასაზომად, მაღალსენსიტიური Qubit-ის რაოდენობრივი რეაგენტების გამოყენებით.

სამიზნე მოლეკულის კონცენტრაცია ნიმუშში გამოვლინდება ფლუორესცენტული საღებავით, რომელიც ფლუორესცენტულ სიგნალს იძლევა მხოლოდ სამიზნესთან დაკავშირების შემთხვევაში, რაც მინიმუმამდე ამცირებს მცდარი შედეგების მიღების შესაძლებლობას. სენსორული ეკრანის გამოყენებით შესაძლებელია მარტივად შევარჩიოთ და გავუშვათ ჩვენთვის სასურველი ექსპერიმენტი, რომლის შედეგს  ვიღებთ რამოდენიმე წამში.

Qubit 3.0 ის ძირითადი მახასიათებლებია:

  • მძლავრი, ორ-ბირთვიანი პროცესორის მეშვეობით ფლუორომეტრი სწრაფად და აკურატულად ახორციელებს დნმ-ის, რნმ-ის და ცილის რაოდენობრივ ანალიზს;
  • თითოეული ნიმუშის ანალიზისთვის საჭირო დრო 5 წამს შეადგენს;
  • საჭიროებს ნიმუშის მინიმალურ მოცულობას  - 1 μL ;
  • მონაცემთა ბაზაში ინახება 1 000-მდე ნიმუშის მონაცემი;
  • შესაძლებელია ახალი, ჩვენთვის სასურველი ექსპერიმენტების დიზაინი და დამატება Qubit-ის მენიუში;
  • აპარატზე მანიპულირება შესაძლებელია მრავალ ენაზე: ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური, გამარტივებული ჩინური და იაპონური.